ევროკავშირი თურქეთის აღსადგენად 1 მლრდ ევროს გამოყოფს

თურქეთი

ევროკავშირი თურქეთის აღსადგენად 1 მლრდ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დონორთა კონფერენციაზე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით მიწისძვრების შემდეგ თითქმის მაშინვე გახდა შესაძლებელი სტიქიური უბედურებებით დაზარალებული თურქეთისა და სირიისთვის დახმარების გაწევა.

"ევროკავშირმა, მისმა წევრმა ქვეყნებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ერთობლივად აიღეს მტკიცე ვალდებულება. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მხოლოდ ევროკომისია დაეხმარება თურქეთს ერთი მილიარდი ევროთი გამოჯანმრთელებისთვის", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, 180 მლნ ევრო იქნება მიმართული სირიის ჰუმანიტარულ დახმარებასა და რეკონსტრუქციაზე, რაც შეავსებს უკვე გამოყოფილ 21 მლნ ევროს დახმარებას.

თებერვლის დასაწყისში, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 52 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მეტის ნახვა