ახალი ამბები • 1755160966
ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს ებრძვიან. Reuters ევროკავშირის სამეცნიერო ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წლის დასაწყისიდან ევროპის ქვეყნებში ხანძარმა თითქმის 440 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა, რაც ორჯერ აღემატება 2006 წლიდან იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელს.
ტყის ხანძრები განსაკუთრებით ხშირად ესპანეთსა და საბერძნეთში ჩნდება. ხანძრის გამო, საბერძნეთის ქალაქ პატრაში სარკინიგზო მოძრაობა შეაფერხა. ხელისუფლებამ საშიში ზონიდან 7 700 მცხოვრებელი გაიყვანა. ამასთან, აღმოსავლეთით ქიოსისა და დასავლეთით კეფალონიის ბერძნულ კუნძულებზე, რომლებიც ტურისტებში პოპულარულია, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, ხანძრის გავრცელების გამო უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ.
ესპანეთში მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობის დროს მიღებული მძიმე დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ წელს ესპანეთში ხანძრებს 6 ადამიანი ემსხვერპლა.

1746451221

1745312322