ევროპულმა კომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის სტატუსი მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპულმა კომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის სტატუსი მინიჭებას მხარი დაუჭირა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სტატუსის მინიჭებასთან ერთად ქვეყნებმა მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატარონ.

კომისიის თვალსაზრისით, უკრაინამ ცალსახად აჩვენა, რომ ქვეყნის მისწრაფება და განზრახვა, დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, გამოკვეთილია. რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვას შემთხვევაშიც.

ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, ასევე მოლდოვას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებიდან, საქართველო ერთადერთია, რომლის განაცხადსაც მხარი არ დაუჭირეს.

ევროპული კომისიის მოსაზრებაზე დაყრდნობით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახლა ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.

მეტის ნახვა