ახალი ამბები • 1675446001
ფილიპინებში, ტაიფუნ "რაის" შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

ფილიპინებში ტაიფუნ „რაის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სულ მცირე 239 ადამიანი დაშავდა, 52 კი დაკარგულად ითვლება.
ჯერჯერობით ზარალის მასშტაბის დადგენა რთულია, რადგან რიგ რაიონებთან კომუნიკაცია შეწყვეტილია.
„ბევრ რაიონში არ არის ელექტროენერგია და კომუნიკაციები. არის ადგილები, რომლებიც თითქოს უარესად დაბომბეს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს,“ - განაცხადა ფილიპინების „წითელი ჯვრის“ ხელმძღვანელმა რიჩარდ გორდონმა BBC-სთან საუბარში.
მისი თქმით, „წითელი ჯვრის“ დახმარების ჯგუფები იუწყებიან, რომ სანაპირო რაიონებში სრული „სასაკლაოა“, დანგრეულია სახლები, საავადმყოფოები, სკოლები და სხვა შენობები.
ტაიფუნი "რაი" ფილიპინებს რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. ის 2021 წლის ყველაზე ძლიერი ტაიფუნია ფილიპინებში.

1675317554

1675185991

1675164609

1674479274

1674194525