იაპონიის ყოფილ პრემიერს, სიტყვით გამოსვლისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს

სინძო აბე

იაპონიის ყოფილ პრემიერმინისტრ სინძო აბეს თავს დაესხნენ. ქალაქ ნარაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, უცნობმა კაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.

სინძო აბეს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

41 წლის თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. როგორც მედია წერს, მას ადგილიდან გაქცევა არ უცდია. უცნობია მომხდარის მოტივი.

სინძო აბე იაპონიის პრემიერმინისტრის თანამდებობას ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკავებდა. მან პოსტი 2020 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

მეტის ნახვა