ირანში, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა

აქცია ირანში

ირანში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება. ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ჯგუფების ბოლო მონაცემებით, აქციაზე დაღუპულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ბავშვები.

პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებს. დაკავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის 28 ჟურნალისტი.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან აქციების დარბევისა, ქალების მიერ დაწყებული დემონსტრაციები არაერთ ქალაქში გრძელდება.

პროტესტი, 22 წლის უფლებადამცველი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა, ის "მორალის პოლიციამ" ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკავა. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოხვდა, ექიმებმა გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

აქციები ქვეყნის 31 პროვინციაში უკვე ერთ კვირაზეა მეტია მიმდინარეობს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას პატივი სცენ.

მეტის ნახვა