ახალი ამბები • 1769693544
ისრაელში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ შესვლას მღვდლის ანაფორით ცდილობდა
უცხოეთი
1690355461
ისრაელში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ შესვლას მღვდლის ანაფორით ცდილობდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 33 წლის კაცმა ისრაელში შესვლა აქამდე ორჯერ სცადა, თუმცა ორივე შემთხვევაზე უარი მიიღო, რის შემდეგაც, მან გამოსავალი სასულიერო პირის წოდებაში იპოვა.
საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში იტალიის ქალაქ ბერგამოდან ჩავიდა.
მეტის ნახვა






















