ახალი ამბები • 1769693544
იტალიაში, 32 წლის ქართველი დაჭრეს - ქალი კლინიკაში მოათავსეს
უცხოეთი
1680005400
იტალიაში, 32 წლის ქართველი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქ ბარიში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.
მეტის ნახვა






















