ჯანმომ "მაიმუნის ყვავილს" სახელი გადაარქვა

მაიმუნის ყვავილი

გლობალურ ექსპერტებთან კონსულტაციების სერიის შემდეგ, ჯანმო ახალი სასურველი ტერმინის „მპოქსი“ გამოყენებას დაიწყებს, როგორც მაიმუნის ყვავილის სინონიმი. ორივე სახელს ერთდროულად გამოიყენებენ ერთი წლის განმავლობაში, ხოლო "monkeypox" ეტაპობრივად გამოირიცხება.

ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებაში შეშფოთებები გაჩნდა, რომ შეიძლება ეს სახელი დამამცირებელი ან რასისტული ყოფილიყო. ცვლილებაც მოსახლეობის სურვილისამებრ განხორციელდა.

ჯანმო გამოიყენებს ტერმინს mpox თავის კომუნიკაციებში და მოუწოდებს სხვებს, დაიცვან ეს რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ამჟამინდელი სახელისა და ახალი სახელის მიღებიდან რაიმე უარყოფითი გავლენა.

ცნობისთვის, მაიმუნის ჩუტყვავილას სახელი პირველად 1958 წელს დაარქვეს, როდესაც დანიაში მაიმუნებს "ყვავილის მსგავსი" დაავადება აღენიშნებოდათ.

მეტის ნახვა