ჯო ბაიდენის მიმართვა ამერიკელებს -"მე პატივს ვცემ პრეზიდენტის თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა"

ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე, მოქმედმა პრეზიდენტმა გუშინ თანამოქალაქეებს ოვალური კაბინეტიდან მიმართა და ის მიზეზები  აუხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა  გამოეთიშოს საარჩევნო მარათონს და უარი თქვას მეორე ვადით კენჭისყრაზე.

ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც. ბაიდენმა დაადასტურა, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე პრეზიდენტად დარჩება. ამ 6-თვიანი პერიოდის პრიორიტეტებად  კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  უზენაესი სასამართლოს რეფორმა, ნატოს განმტკიცება, პუტინის შეკავება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა დაასახელა

"მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა. მაგრამ დემოკრატიის დაცვაში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მაძლიერებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამერიკელი ხალხისთვის მუშაობა. მაგრამ ჩვენი კავშირის სრულყოფის ეს წმინდა ამოცანა, ეს არ არის ჩემზე, ეს გეხებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს მომავალს. ეს ჩვენზეა, ხალხზე. და ჩვენ ამას ვერასდროს დავივიწყებთ," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მეტის ნახვა