ახალი ამბები • 1756410394
ლაბორატორიის შეცდომის გამო, ავსტრალიაში, 900-მდე ადამიანს კოვიდტესტების მცდარი პასუხები უთხრეს
უცხოეთი
1640674957

სიდნეის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, The SydPath-ში დაშვებული შეცდომის გამო, კორონავირუსზე გატესტილ, სულ მცირე, 886 ადამიანს მცდარი პასუხები გაუგზავნეს.
ამის შესახებ BBC წერს.
ირკვევა, რომ ადამიანებს, რომელთაც სინამდვილეში, ვირუსი ჰქონდათ, აცნობეს, რომ ინფიცირებულები არ იყვნენ. მათი ნიმუშების კვლევა კი, ვისაც უთხრეს, რომ ვირუსი ჰქონდათ, ჯერ დასრულებული არ იყო.
ლაბორატორია განმარტავს, რომ ეს "მონაცემთა დამუშავებისას დაშვებული შეცდომით" იყო გამოწვეული.
The SydPath-ის განცხადებაში წერია, რომ შობის დღესასწაულის განმავლობაში, თანამშრომლებს ტესტების "უპრეცედენტო" მოცულობის დამუშავება უწევდათ.
ადამიანებს სწორი პასუხები მეორე დღეს აცნობეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა