ლუდმილა დენისოვა უკრაინის სახალხო დამცველის პოსტიდან გადააყენეს

ლუდმილა დენისოვა

ლუდმილა დენისოვა უკრაინის სახალხო დამცველის პოსტიდან გადააყენეს. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი რადის 234-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტის წევრი, რადაში რეგლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, პაველ ფლოროვი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ "დენისოვამ არ იმუშავა ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაზე, არ უზრუნველყო პატიმრების გაცვლის და დაცვის საკითხებზე, არ იმუშავა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებისა და ბავშვების დეპორტაციის წინააღმდეგ".

გარდა ამისა, პაველ ფლოროვის თქმით, ლუდმილა დენისოვამ არ წარმოადგინა მტკიცებულებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექსუალური დანაშაულების, ბავშვების გაუპატიურებების მრავალ საქმეზე, რითაც ზიანი მიაყენა უკრაინას.

ასევე, როგორც რადის დეპუტატი ამბობს, რომ ლუდმილა დენისოვა 24 თებერვლიდან დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა, თუმცა არა რუსეთში ან ბელორუსიაში, სადაც მისი სტატუსი და უფლებამოსილება შესაძლოა დახმარებოდა პატიმრებს, დეპორტირებულებს და ოკუპაციის მსხვერპლებს, არამედ ცხოვრობდა ევროპაში - ვენაში, ვარშავასა და "სხვა თბილ, მშვიდ დასავლეთ ევროპაში". 

მეტის ნახვა