ახალი ამბები • 1743412024
მასშტაბური აქციები ინდოეთში 31 წლის ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ დაიწყო
უცხოეთი
1724840035

მასშტაბური აქციები ინდოეთში 31 წლის ექიმი ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ დაიწყო. სამშაბათს დემონსტრანტები კოლკატაში მთავრობის შენობისკენ გაემართნენ, დასავლეთ ბენგალიის მთავარი მინისტრის, მამატა ბანერჯის გადადგომის მოთხოვნით.
დანაშაულთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. ექიმის ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს იყო ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა, გაკვეთამ დაადასტურა სექსუალური ძალადობა.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად.
აქტივისტები ამბობენ, რომ ქალების მიმართ სექსუალური ძალადობით შემთხვევების მაჩვენებელი, 2012 წლის შემდეგ მკაცრი კანონების ამოქმედების მიუხედავად, მაინც მაღალია.
მეტის ნახვა