მექსიკაში, ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა იპოვეს

ცხედრები

ფოტო: BBC

მექსიკის პოლიციამ ქალაქ გვადალაჯარას გარეუბანში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა იპოვა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, შესაბამისი უწყებები ქოლ-ცენტრის შვიდ ახალგაზრდა თანამშრომელს ეძებდნენ, რომლებიც გასულ კვირას დაკარგულებად გამოცხადდნენ.
 
ხალისკოს შტატის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია ეკუთვნით თუ არა სხეულის ნაწილები დაკარგულ ახალგაზრდებს. ჩანთებში ქალებისა და კაცების სხეულის ნაწილები ნახეს, ცხედრების რაოდენობა, ჯერ უცნობია.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა დადგინდეს გარდაცვლილთა რაოდენობა, ვინ იყვნენ ისინი და რა იყო გარდაცვალების მიზეზები.

გაუჩინარების დანაშაულები შედარებით ხშირია მექსიკაში. მთავრობის მონაცემებით, 100 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ბევრი მათგანი ორგანიზებული დანაშაულის მსხვერპლია.

მეტის ნახვა