ახალი ამბები • 1756410394
მიგრანტების ნავი ჩაიძირა, დაიღუპა მინიმუმ 59 ადამიანი - რა მდგომარეობაა ახლა იტალიის სანაპიროზე?
უცხოეთი
1677479172

ფოტო: BBC
მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც მინიმუმ 59 მიგრანტი, მათ შორის 12 ბავშვი, დაიღუპა. შემთხვევა სამხრეთ იტალიის სანაპიროზე მოხდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ცოცხალი იპოვეს 80 პირი.
იმ ადამიანების ზუსტი რაოდენობა, რომლებიც ნავზე ჩაძირვის დროს იმყოფებოდნენ, უცნობია. მაშველებმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადეს, რომ მასზე 200-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, რაც ნიშნავს, რომ 60-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გაემგზავრა, გადაჰყავდა მიგრანტები ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სომალიდან და ირანიდან.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა