მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

ვულკანი

მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, ჰავაის მაუნა-ლოა, თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად, ამოიფრქვა. BBC-ის ინფორმაციით, ლავის ნაკადი ძირითადად მწვერვალზეა შეკავებული, მაგრამ მოსახლეობა გააფრთხილეს ფერფლის ჩამოვარდნის რისკის შესახებ.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება, ჯერჯერობით, გაცემული არ არის და დასახლებულ უბნებზე ამ ეტაპზე ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა მოსახლეობა გააფრთხილეს, ასევე ურჩიეს გადაამოწმონ ავიაკომპანიებთან ფრენები უხელოეს დღეებში.

მაუნა-ლოა, რომელიც ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს, ჰავაის კუნძულის ნახევარს მოიცავს. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4 169 მ-ია და მისი ფართობი - 5 179 კმ²-ს შეადგენს.

ვულკანი 1843 წლიდან 33-ჯერ ამოიფრქვა, ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1984 წელს მოხდა.

მეტის ნახვა