ახალი ამბები • 1756410394
ოკუპანტებმა ხერსონში საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმეს - უკრაინის შსს
უცხოეთი
1669356930

ხერსონიდან უკან დახევისას რუსმა ოკუპანტებმა უამრავი ობიექტი და ნივთი დანაღმეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა განაცხადა.
როსტისლავ სმირნოვის თქმით, ხერსონში დანაღმვის მასშტაბები უკიდურესად დიდია და რუსებმა საბავშვო სათამაშოებიც კი დანაღმული დატოვეს.
"ახლა მთავარი აქცენტი კეთდება განაღმვაზე. დანაღმვის მასშტაბები ძალიან დიდია. ნაღმები საბავშვო სათამაშოებში, ფეხბურთის ორ ბურთს შორისაც კი იყო დადებული", - აღნიშნა სმირნოვმა.
მისი თქმით, ხერსონის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მაშველებმა უკვე გაანეიტრალეს 5 000-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა