ახალი ამბები • 1782206460
პოლონეთში, ბინების ქურდობის გამო საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
უცხოეთი
1671171209
პოლონეთში, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ბინების ქურდობა ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მინიმუმ სამი ბინა გაქურდეს. წაიღეს თანხა და სხვა ძვირფასი ნივთებიც.
პოლიციამ 27 და 33 წლის კაცები სპეცოპერაციისას აიყვანა. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ქართველებს ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრებათ.
მეტის ნახვა






















