ახალი ამბები • 1756410394
პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც ისრაელი მოქალაქე ქვეყანაში უკანონოდ, მანქანის საბარგულით შეიყვანა
უცხოეთი
1684995956

პოლონეთში დააკავეს ქართველი, რომელმაც სირიის მოქალაქე ქვეყანაში უკანონოდ, მანქანის საბარგულით შეიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. გამოცემის ცნობით, ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა თავისუფლება აღუკვეთეს ისრაელის მოქალაქესაც, რომელიც პოლონეთში ბელორუსის გავლით, არალეგალურად ჩავიდა.
როგორც ცნობილია, დახმარების სანაცვლოდ ქართველმა სირიელს 4 500 დოლარი მოსთხოვა.
სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეს ბრალი სხვა პირის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებისთვის წაუყენეს, ხოლო 55 წლის სირიის მოქალაქეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის.
სასამართლომ დაკავებულებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქართველს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, სირიელს კი 2 წლამდე.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა