პოლონეთში, კოსმეტიკის ქურდობის ბრალდებით, ქართველი დააკავეს

დაკავება

პოლონეთში, კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. მას კოსმეტიკის ქურდობას ედავებიან. შემთხვევა კონსტრუქტორსკას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოპარული საქონლის ღირებულებამ 10 000 ზლოტი შეადგინა. 41 წლის კაცს ბრალი უკვე წაუყენეს. ჩადენილი დანაშაულისთვის მას 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"Mokotów-ის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში დაცვის თანამშრომლებმა დააკავეს კაცი, რომელიც მაღაზიის დატოვებას კოსმეტიკის საფასურის გადახდის გარეშე ცდილობდა. ოფიცრებმა ქურდობაში ეჭვმიტანილი ამოიცნეს და პოლიციის მონაცემთა ბაზაში შეამოწმეს. კაცმა მაღაზიის მფლობელს 10 000 PLN [ზლოტი] ზარალი მიაყენა", - წერს მედია.

მეტის ნახვა