ახალი ამბები • 1756410394
პოლონეთში, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს
უცხოეთი
1684390936

პოლონეთში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. გამოცემა წერს, რომ მძღოლის ალკოტესტის თანახმად, მას ორგანიზმში 2 პრომილამდე ალკოჰოლი აღმოაჩნდა.
გავრცელებული ცნობებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფს საჭის მართვა უჭირდა და საწინააღმდეგო ზოლში გადადიოდა.
დაკავებული 51 წლის კაცია. მას 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა