პოლონეთში, მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლიცია

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას მკვლელობას ედავებიან. ფაქტის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გამოცემის ცნობით, 42 წლის ქართველმა 1 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ კონფლიქტი უძღოდა. როგორც დაკავებული ამბობს, პოლონელები მას თავს დაესხნენ და თავს იცავდა.

"30 წლის პოლონელის სასიკვდილოდ დაჭრისა და 35 წლის კაცის დაჭრის ბრალდებით კარლსკრონას სასამართლომ საქართველოს 42 წლის მოქალაქე მიხეილ კ. დააკავა. თავდასხმა პარასკევს სამხრეთ შვედეთში, კარლშამნის მახლობლად მოხდა.

პროკურორის განცხადებით, „ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა მამაკაცებს შორის. ვფიქრობთ, ეს იყო რაღაც სახის კონფლიქტი. საავადმყოფოში მყოფ დაზარალებულს ჯერ არ მოვუსმინეთ.

დანაშაულში ეჭვმიტანილმა ქართველმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ პოლონელები და მოქმედებდა თავდაცვის მიზნით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურას საბრალდებო დასკვნა 12 ივნისამდე აქვს.

შვედეთის პოლიციის ცნობით, შემთხვევა პარასკევს საღამოს მოხდა ასარუმში, ინდუსტრიულ ზონაში, სადაც სატვირთო მანქანებია გაჩერებული. ორივე დაშავებული პოლონელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი გარდაიცვალა.

მეტის ნახვა