ახალი ამბები • 1753952351
პოლონეთში, ქართველმა მანქანიდან 7 000$ მოიპარა - თანხა დაკავებისას პოლიციელს ქრთამის სახით შესთავაზა

პოლონეთში, ქართველმა მანქანიდან 7 000$ მოიპარა, თანხა კი დაკავებისას პოლიციელს ქრთამის სახით შესთავაზა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქემ ქურდობა იმ დროს ჩაიდინა, როცა ავტომობილის მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
"საგზაო შეჯახება მოხდა - მერსედესის მძღოლს ყურადღება ისე გაეფანტა, რომ მანქანა არ ჩაკეტა და ამით მაშინვე ისარგებლა გვერდით გამვლელმა 43 წლის კაცმა, მან უკანა კარი გააღო, დაიხარა, ჯიბეში რაღაც ჩაიდო და ნაჩქარევად სიარული დაიწყო, - თქვა ქვეინსპექტორმა, რობერტ შუმიატამ, პოლიციის განცხადებაში.
დაკავების შემდეგ, ბრალდებულმა თავისუფლების სანაცვლოდ, მოპარული ფული სამართალდამცავს შესთავაზა.
"საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც სურდა თავი დაეხსნა, პოლიციელს შესთავაზა მოპარული ფული. ქრთამის შეთავაზებით მან მეორე დანაშაული ჩაიდინა" - დასძინა ქვეინსპექტორმა, შუმიატამ.
ქართველს სისხლის სამართლის კოდექსი ჩადენილი დანაშაულისთვის ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
აქვე დაგაინტერესებთ: პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე ორ ქვეითს დაეჯახა - კაცი დააკავეს

1753255638

1745312322