ახალი ამბები • 1756410394
რა სახელდება დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების მიზეზად? - დოკუმენტი
უცხოეთი
1664521866

გუშინ, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების მოწმობა გამოქვეყნდა, სადაც მონარქის გარდაცვალების მიზეზად სიბერე სახელდება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დედოფალი 8 სექტემბერს, ბრიტანეთის დროით, 15:10 საათზე, ბალმორალის ციხესიმაგრეში, შოტლანდიაში გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად სიბერე სახელდება. დოკუმენტს ხელს აწერს დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა.
ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი იყო. ის 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ნაცვლად ტახტზე მეფე ჩარლზ III ავიდა, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა