ახალი ამბები • 1751633470
რუსეთის აგრესიას უკრაინაში 226 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 226 ბავშვი დაიღუპა, 420 კი დაშავდა.
ყველაზე მეტი - 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116.
"ხარკოვში - 99, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 48, ნიკოლაევში - 44, ლუგანსკში - 45, ზაპოროჟიეში - 28, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და კიევში - 16", - ნათქვამია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 721 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 139 კი მთლიანად განადგურდა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა.
მისივე თქმით, ჯამში რუსმა ოკუპანტებმა იერიში ჯანდაცვის 570 დაწესებულებაზე მიიტანეს.
"24 თებერვლის შემდეგ შეტაკებებისას, რუსმა სამხედროებმა 570 ჯანდაცვის დაწესებულება დაანგრიეს. 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მაისის ვიდეომიმართვაში.

1751012220

1745312322