ახალი ამბები • 1763483982
რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჯარის შეყვანა დაიწყო
უცხოეთი
1645510686
რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჯარი შეჰყავს - ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში "მშვიდობის უზრუნველყოფის" ბრძანება მისცა.
"რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ" - წერია ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამართოს მოლაპარაკებები DPR და LPR-თან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების, მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა





















