ახალი ამბები • 1747046220
რუსეთს სამხედროები ბელარუსის საზღვრიდან შეჰყავს - ომი უკრაინაში
უცხოეთი
1645682355

რუსეთმა ჯარები და სამხედრო მანქანების შეყვანა ბელარუსის საზღვრიდან განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სამხედრო კოლონა უკრაინაში ადგილობრივი დროით 6:48 საათზე შევიდა.
ცნობისთვის, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბელარუს-უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების, სამხედრო შეიარაღებისა და ტანკების მობილიზება ხდებოდა. ამ პერიოდში რუსეთი და ბელარუსი უკრაინის საზღვართან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებნენ.
„დაახლოებით დილის 5 საათისთვის უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან, ბელარუსის მიერ მხარდაჭერილი რუსული ჯარების მიერ მოხდა“, - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა