ახალი ამბები • 1752267330
რუსი ჟურნალისტი, რომელმაც პუტინის ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, უკრაინულ გვარზე გადადის
უცხოეთი
1654670201

რუსი ჟურნალისტი, რომელმაც უკრაინაში ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, ამბობს, რომ ის თავს უკრაინელად გრძნობს და მხარდაჭერის ნიშნად, გვარს შეიცვლის. მარია ოვსიოანიკოვამ, რომლის მამაც უკრაინელია, ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.
"მე არ ვარ "კარგი რუსი", მე ვარ უკრაინელი. უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად ვაპირებ ოვსიანიკოვის
გვარის შეცვლას მშობლიური ტკაჩუკით", - დაწერა მან.
ოვსიოანიკოვა რუსულ სახელმწიფო მედიაში რედაქტორად მუშაობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტში იგი პირდაპირ ეთერში ბანერით - "არა ომს" გამოჩნდა. ჟურნალისტი მალევე დააკავეს, თუმცა ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამჟამად იგი გერმანიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს.

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა