ახალი ამბები • 1756410394
შავ ზღვაში, დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინეს - ერდოღანი
უცხოეთი
1672122513

შავ ზღვაში, დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, ეს აღმოჩენა ქვეყნის მთლიან ოფშორულ გაზის მარაგს დაახლოებით 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის.
ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ჭაბურღილების მუშაობა. საბადო შავ ზღვაში საქარიას ველის შესწავლისას აღმოაჩინეს. სავარაუდოა, რომ სქარიას საბადო თურქეთის ქსელში გაზის მიწოდებას 2023 წლის პირველი კვარტლიდან დაიწყებს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა