"შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები, ეს თავისუფლების დათმობაა" - უკრაინის პირველი ლედი

ზელენსკი და ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ამბობს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა, რაც არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრას.

"უკრაინელები ვერ იღებენ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ხანდახან ვისმენთ ქვეყნის ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები", - აღნიშნა ზელენსკამ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში.

ოლენა ზელენსკამ გაიმეორა ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი, სადაც რუსეთი შეტევაზეა კონცენტრირებული, კვლავ უკრაინული იქნება.

"მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე", - აღნიშნა ზელენსკამ.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა კიევისა და ცენტრალური რეგიონების აღება ვერ შეძლო, დონბასი პუტინის სამხედრო ამბიციების ცენტრად იქცა.

მეტის ნახვა