ახალი ამბები • 1747046220
წყალდიდობა დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ - თურქეთი კიდევ ერთ სტიქიას ებრძვის
უცხოეთი
1678885279

ფოტო: sabah.com
წყალდიდობა დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ - თურქეთი კიდევ ერთ სტიქიას ებრძვის. პროვინცია შანლიურფაში წყალდიდობის გამო ავტომაგისტრალი ჩამოინგრა და საავადმყოფო დაიტბორა, საიდანაც მიწისძვრისას დაშავებული ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი. რამდენიმე ადამიანი დაკარგულია. შანლიურფაში ყველა სკოლა დაკეტილია, ჩაიკეტა ავტომაგისტრალიც.
ადიამანის გუბერნატორის ინფორმაციით, კი მათ რეგიონში დაღუპულია ერთი და დაკარგულია ოთხი მოქალაქე. წყლის ნაკადებმა გზატკეცილი წაიღო, შეწყდა სატრანსპორტო კომუნიკაცია ქალაქებს ბოჟოვასა და ხილვანს შორის.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა