ახალი ამბები • 1756410394
წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - სტიქია სამხრეთ კორეაში
უცხოეთი
1660028272

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში წყალდიდობას სულ მცირე 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 14. BBC წერს, რომ დამატებით ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
კორეის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ზოგიერთ რაიონში ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ბოლო 80 წლის განმავლობაში. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საავტომობილო გზები და მეტროსადგურები.
სტიქიის შედეგად სულ მცირე 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ისინი სკოლებში გახსნილ დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.
სინოპტიკოსების თქმით, წვიმა შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა