ახალი ამბები • 1747046220
თურქეთში, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
უცხოეთი
1677497243

ფოტო: BBC
თურქეთში, კიდევ ერთი, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ეს სამი კვირის შემდეგ, რაც დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
დღეს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ თურქეთი, მალათიის პროვინციის ქალაქი იესილიურტი იყო. როგორც მერმა განაცხადა, ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. არსებული ცნობით, შენობის ნანგრევებში მამა-შვილი მოყვა.
AFAD-მა, თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ 6 თებერვლის შემდეგ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში 10 000-მდე სხვადასხვა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა