ახალი ამბები • 1756410394
თურქეთში დააკავეს პირი, რომელმაც მიწისძვრის შემდეგ ბინის ქირა 833 ლირიდან 5000 ლირამდე გააძვირა
უცხოეთი
1679553061
თურქეთში დააკავეს პირი, რომელმაც მიწისძვრის შემდეგ ბინის ქირა 833 ლირიდან 5000 ლირამდე გააძვირა. ამის შესახებ თურქული მედია წერს. შემთხვევა ადანაში მოხდა.
სახლის წლიური კონტრაქტი, სადაც მდგმური (აინური) 4 წლის წელი ცხოვრობდა, ამოიწურა. მეპატრონემ კი მას ქირა 5 ათას ლარამდე გაუძვირა. მომხდარზე პოლიციამ ზომები მიიღო და სახლის მეპატრონე, 37 წლის ემინ ჩ. დააკავა.
დაკავებული ამტკიცებს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და თავისუფლება უსაფუძვლოდ აღუკვეთეს. სახლის მეპატრონე სასამართლოში გადაიყვანეს.
აინური ქმარმა 20 წლის წინ მიატოვა. იგი ბინაში დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც საწოლს არის მიჯაჭვული. თანხა კი ქირის გადასახდელად არ აქვს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა