ახალი ამბები • 1679381740
თურქეთში, მიწისძვრების შედეგად, 1,5 მილიონი ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა

თურქეთში, მიწისძვრების შედეგად, 1,5 მილიონი ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს.
გაეროს ექსპერტების შეფასებით, დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ არანაკლებ 500 ათასი ახალი სახლის აშენებაა საჭირო.
თურქეთში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ აღმშენებლობისთვის საოცრად მასშტაბური სამუშაოებია.
"პირველ რიგში, გასატანია 118-იდან 210 მილიონ ტონამდე ნანგრევები", - ამბობს ლუიზა ვიტონი და შედარებისთვის იხსენებს, რომ 1999 წლის მიწისძვრის დროს 13 მილიონი ტონა ნანგრევი გაიტანეს.
სტიქიურ უბედურებებსა და საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის სამსახურის მიერ 22 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, მიწისძვრების შედეგად თურქეთში 43 556 ადამიანი დაიღუპა.

1678945638

1678791148

1677745241

1676454928