ახალი ამბები • 1679381740
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია - ერდოღანი
უცხოეთი
1678690044

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა", - აღნიშნა ერდოღანმა.
მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს.
„ასობით ქვეყანამ გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა მაშველები. ძალიან მადლობელი ვარ მათი", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.

ხანძარი ბათუმის ბულვარში
1678945638

ძალადობრივმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ...
1678791148

ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს
1677745241

იუსტიციის სახლი გაქურდეს
1676454928
მეტის ნახვა