ახალი ამბები • 1762855206
თვითმფრინავი C-130 კახეთის რეგიონში ჩამოვარდა.
ტვ25
აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს თავზე ჩამოვარდნილი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცი ჯარისკაცი დაიღუპა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ დილის 07:30 საათზე განცხადება გააკეთა: „ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ“.
სამინისტრომ განაცხადა: თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჩვენი საგამოძიებო ჯგუფის მიერ თვითმფრინავის ნამსხვრევების დეტალური შესწავლის შედეგად დადგინდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას 18 ცხედარი იპოვეს და ორი ცხედრის ძებნა მიმდინარეობს.
სამხედრო თვითფრინავი განგაშის სიგნალის გაცემის გარეშე გაქრა.
თვითმფრინავი კახეთის რეგიონში აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისთანავე ჩამოვარდა.
საქართველოს საავიაციო სამსახურმა განაცხადა, რომ თურქული სამხედრო თვითმფრინავი რადარიდან „განგაშის სიგნალის გაცემის გარეშე“ გაქრა.
1756113571




















