ახალი ამბები • 1769693544
უბედური შემთხვევა ნიგერიაში - წყალში 17 ცხედარი იპოვეს
უცხოეთი
1657560635
ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსში, ორ დასახლებულ პუნქტს შორის, ნავის გადაადგილების დროს, უბედური შემთხვევა მოხდა - ნავი გადატრიალდა, შემთხვევის ადგილას კი, 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სამაშველო სამსახური ადგილზე სწრაფად მობილიზდა და ბორტზე მყოფთა ძებნა დაიწყო.
უცნობია ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იყო ნავზე.
მეტის ნახვა






















