ახალი ამბები • 1732172899
ბათუმს „ბერმელის“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა
ბათუმს ბერმელის კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აჭარაში უკვე 8 ფილიალითა და 4 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. ორგანიზაცია თითოეულ ადამიანს იპოთეკურ, სამომხმარებლო, სალომბარდო, ბიზნეს და ავტოსესხს სთავაზობს. ოპტიმალური მომსახურების შედეგად კი, კომპანია სტაბილურობას უკვე 24 წელია ინარჩუნებს.
24 წლიანი ისტორიის მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ზრდას განაგრძობს. „ბერმელმა“ ბათუმში, აღშენებლის 30ა ნომერში, რიგით მეექვსე ფილიალი გახსნა. ჯამში, კომპანია, რეგიონში, 8 ფილიალითა და 4 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. დღესდღეობით, 5000 ამერიკული დოლარის სასესხო კაპიტალით შექმნილი „ბერმელის“ სერვისებით, სურვილები 150 000-მდე ადამიანმა აისრულა.
დაარსების შემდეგ, „ბერმელში“ მენეჯმენტის ეფექტური სტრუქტურა ჩამოყალიბდა, დაინერგა ახალი სასესხო სერვისები და გაფართოვდა სამოქმედო არეალი. ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია თითოეულ ადამიანს იპოთეკურ, სამომხმარებლო, სალომბარდო, ბიზნეს და ავტოსესხს სთავაზობს.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრი კომპანია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობას აგრძელებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიზანი ფინანსური სექტორის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და მომხმარებელთა რიცხვის გაზრდაა.
1731685299
1727447820