ბათუმს Midea-ს ახალი კონცეფციის შოურუმი შეემატა

საერთაშორისო ბრენდ „მიდეას“ ექსკლუზიურმა დისტრიბუტორმა საქართველოში, კომპანია „ემტექნიკსმა“, ბათუმში ახალი კონცეფციის შოურუმი გახსნა. ფილიალი ლეხ და მარია კაჩინსკების პირველ ნომერში, სავაჭრო ცენტრ „ეუფორიაში“ მდებარეობს. გახსნის ცერემონიაზე მისულ მომხმარებლებს გრანდიოზული ფასდაკლებები, სახალისო და მომგებიანი აქტივობები დახვდათ. 

 

მიდეას ახალი კონცეფციის შოურუმი არის სივრცე, სადაც მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, პირადად გაეცნონ და გამოსცადონ ბრენდის პროდუქცია, დარწმუნდნენ მათ ხარისხში, მრავალფეროვნებასა და ინოვაციურ შესაძლებლობებში. გარდა ამისა, ახალ სივრცეში ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღება შეგიძლიათ.

გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია ორიენტირებულია, რომ შექმნას დახვეწილი, ინოვაციური და მომხმარებლის საჭიროებებს მორგებული ტექნიკა. მიდეას ბრენდირებული მაღაზიები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, რაც ბაზარზე, ბრენდის წარმატებით განვითარებას უსვამს ხაზს.

 

ბათუმის შოურუმში გრანდიოზული ფასდაკლებები თვის ბოლომდე გაგრძელდება. ეწვიეთ ფილიალს და შეიქმენით კომფორტი მიდეას პროდუქციით.

მეტის ნახვა