ბათუმს „ოლ სერვის გრუპის“ ფილიალი შეემატა

ბათუმს „ოლ სერვის გრუპის“ ფილიალი შეემატა. ეს არის კომპანია, რომელიც კორპუსების სრულ მომსახურებას გთავაზობთ. თუ გსურთ თქვენი საცხოვრებლები უსაფრთო და მოწესრიგებული იყოს, მაშინ „ოლ სერვის გრუპის“ გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრებს უნდა მიმართოთ.

აგროვებითი სისტემა, ლიფტის და კარის საბარათე სისტემა, კარის სრული მოვლა, ტერიტორიის დასუფთავება და ბაღის მოვლა, სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი, პერსონალური მენეჯერის დანიშვნა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სერვისებისა, რომელსაც „ოლ სერვის გრუპი“ თითოეულ მომხმარებელს სთავაზობს. კომპანიის პირველი ფილიალი ბათუმში უკვე ოფიციალურად გაიხსნა და ოპერირებაც დაიწყო.

6 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი GSM შლაგბაუმის მონტაჟსაც გთავაზობთ, რაც საშუალებას მოგცემთ ავტოსადგომის ბარიერი მობილური აპლიკაციის მეშვეობით გააღოთ და დაკეტოთ. ასევე, შეგიძლიათ მოითხოვოთ GSM დომოფონის მონტაჟიც, რომლის დახმარებითაც სტუმრის იდენტიფიცირებასა და სადარბაზოს კარის გაღებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ.

ბათუმში ოპერირების დაწყებამდე, კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურების სერვისს ადგილზე გამოძახებით სთავაზობდა. მრავალწლიანი კომუნიკაციისა და მაღალხარისხიანი საქმიანობის შედეგად კი, „ოლ სერვის გრუპმა“ ერთგული და ახალი მომხმარებელი მრავლად შეიძინა.

თუ გსურთ, თქვენი საცხოვრებელი კორპუსი და მიმდებარე ტერიტორია გამოცდილ და პროფესიონალ გუნდს ჩააბაროთ, მაშინ ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 53 ნომერში უნდა მიხვიდეთ. „ოლ სერვის გრუპი“ - თქვენი კორპუსის სრული კომფორტი!

საკონტაქტო: 032 2 42 42 45

მეტის ნახვა