ახალი ამბები • 1743412024
„CODE-X“ | შპს „ენჯი“-ს ახალი აპლიკაცია
იურიდიული კომპანია შპს „ენჯი“ და მისი ადვოკატთა გუნდი, წლებია საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს და ასეულობით ადამიანის უფლებებს სხვადასხვა მიმართულებით იცავს. კომპანიამ შექმნა სრულიად ახალი და ინოვაციური პროექტი იურიდიული დახმარების სფეროში აპლიკაცია „CODE-X“-ის სახით, რომელიც მოქალაქეს აძლევს საშუალებას, დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით, იურიდიული დახმარება მიიღოს.
„CODE-X“ - ასე ჰქვია ახალ აპლიკაციას, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით, იურიდიული დახმარებას სთავაზობს. მას გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდების ლინკებზე გადასვლის მექანიზმი, რაც საჭირო მომსახურებების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას ქმნის. გარდა ამისა აპლიკაციაში ჩატვირთულია ხელშეკრულებების სამართლებრივად დამუშავებული ნიმუშები, რომელთაც რედაქტირების მექანიზმი გააჩნიათ.
ინოვაციური პროექტი, რომელიც იურიდიულ კომპანია „ენჯის“ ეკუთვნის, მომხმარებლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრებაში ეხმარება, პრაქტიკული და მარტივი მექანიზმით. საკმარისია, მომხმარებელმა აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში, ფოტო გადაუღოს ოქმს, დააჭიროს გაგზავნის ღილაკს და პროგრამა უმოკლეს დროში მოამზადებს ადმინისტრაციულ საჩივარს, რომელზეც მომხმარებელი ხელს ელექტრონულად მოაწერს. ამის შემდეგ, საჩივარი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში კანონით დადგენილი ვადის დაცვით იგზავნება.
„CODE-X“-ს პრაქტიკულ მინიმუმამდე დაჰყავს მომხმარებლისა და ადვოკატის კომუნიკაცია, ანუ არ იქნება საჭირო საოფისე ან სხვა სივრცეში მუშაობა. ეს კი დაზოგავს მეტ დროსა და ენერგიას და მნიშვნელოვნად გაზრდის მოქალაქეთა მატერიალურ დანაზოგს.
მომხმარებელი „CODE-X“-ში მარტივად რეგისტრირდება და დაბრკოლებების გარეშე იღებს ყველა სერვისს 24 საათის განმავლობაში, მათ შორის, უცხოეთიდანაც. და ბოლოს, რაც მთავარია, ინოვაციური პროექტით სარგებლობა უფასოა. მომხმარებელი მხოლოდ აპლიკაციის აქტივაციის თანხას იხდის, ყოველთვიურად, სულ რაღაც 2 ლარის ოდენობით.