"ელიტ ელექტრონიქსის" აუთლეტ მაღაზია ბათუმში - აღმოაჩინეთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებული შეთავაზებებით

ტექნიკის სტანდარტულ მაღაზიებთან ერთად, „ელიტ ელექტრონიქსი“ აუთლეტ სივრცეებსაც გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ წამყვანი ბრენდების ტექნიკა განსაკუთრებულ ფასად შეიძინოთ.

მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ბრენდები და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი – ეს ის შეთავაზებებია, რომელსაც „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს უკვე 27 წელზე მეტია, ტრადიციულად სთავაზობს. კომპანიის მაღაზიათა ქსელში 200-მდე ბრენდის 7000-მდე დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. აქ შეხვდებით მსოფლიოში წამყვან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Bosch, Gorenje, LG, Samsung, Apple, Acer, Lenovo, dyson და სხვა. ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელი პროდუქციის ხელმისაწვდომობის მიზნით, მომხმარებლებს აუთლეტ ტიპის მაღაზიას სთავაზობს.

ფილიალი აჭარაში ტექნიკის პირველი აუთლეტ მაღაზიაა, სადაც აუთლეტ პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელს ახალი ტექნიკის შეძენაც შეუძლია. იდეალური ადგილმდებარეობის, პროდუქტების ფართო ასორტიმენტისა და მუდმივი ფასდაკლებების გამო, მაღაზია ადგილობრივი მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ „ელიტ ელექტრონიქსის“ აუთლეტ მაღაზიაში, შეგახსენებთ, რომ ფილიალი ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 20 ნომერში მდებარეობს. ეწვიეთ სივრცეს და აღმოაჩინეთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდის პროდუქცია განსაკუთრებული შეთავაზებებით.

მეტის ნახვა