ევროშოპი #1 - ხარისხიანი ტანსაცმელი საუკეთესო ფასად ბათუმში!

დაახლოებით 10 დღის წინ, ბათუმს, ბრენდული ტანისამოსის  აუთლეტ მაღაზია შეემატა. „ევროშოპი #1“ - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც მოდურ, კომფორტულ და ხარისხიან კოლექციას ხელმისაწვდომ ფასად აერთიანებს. ჭავჭავაძის 6 ნომერში მდებარე ფილიალი მომხმარებლებს ყოველდღიურად, დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე ემსახურება.

სივრცეში, რომელსაც ყოველდღიურად, ასობით ადამიანი სტუმრობს, წარმოდგენილია კაცის, ქალისა და ბავშვების სამოსი, ფეხსაცმელები და აქსესუარები. მაღაზია, მუდმივად განახლებადი კოლექციებით, მოდის უახლეს ტენდენციებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. სწორედ ამიტომ, „ევროშოპი #1“ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხშირი აქციები, გათამაშებები და საჩუქრები, რომლებსაც „ევროშოპი #1“ მომხმარებლებს სთავაზობს. ეს საშუალებას გაძლევთ თქვენი გარდერობი კიდევ უფრო ეკონომიურად შეავსოთ და გამოიყურებოდეთ მოდურად ზედმეტი ხარჯის გარეშე. 

თუ გსურთ, თქვენი შოპინგი მარტივი, სასიამოვნო და მომგებიანი იყოს, მაშინ „ევროშოპი #1“ საუკეთესო არჩევანია. ეწვიეთ სივრცეს და თავად დარწმუნდით, რომ ხარისხი და მოდური ტანსაცმელი შეიძლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

მეტის ნახვა