MBC-მ აჭარაში საქმიანობის პრეზენტაცია გამართა

„ემბისი“ - საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით, 8 რეგიონში, 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. მრავალწლიანი ისტორია გუნდმა დღეს აჭარაში შეაჯამა, რადგან ორგანიზაცია რეგიონში ფუნქციონირების 5 წლიან იუბილეს აღნიშნავს.

„ემბისიმ“ აჭარაში 5 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიების ფარგლებში, მიწვეულ სტუმრებს კომპანიის წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრას კომპანიის მომხმარებლები, პარტნიორები, სამოქალაქო და საფინანსო სექტორის ლიდერები ესწრებოდნენ.

„ემბისის“ მიზანი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გზით, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაა, ასევე, მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება. საფინანსო ორგანიზაცია გერმანული სარეიტინგო კომპანია „Scope Rating“-ის „B+“ სტაბილურ საკრედიტო რეიტინგს ფლობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მიკროსაფინანსო ბაზარზე.

„ემბისი“ ისეთი მნიშვნელოვანი კონკურსების გამარჯვებულია, როგორებიცაა: „პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora” 2022; “საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო - BARTA 2021/2022“ და სხვა. ამასთან, გასულ წელს კომპანიამ წარმატებით განათავსა პირველი - 15 მილიონის ლარის მოცულობის ობლიგაციები.

აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, „ემბისი“ 2017 წლიდან ოპერირებს და დღესდღეობით, 800-ზე მეტ მომხმარებელს, მათ შორის 300-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს ემსახურება. რეგიონში კომპანიის პორტფელი 13 მილიონს აჭარბებს.

მეტის ნახვა