სააღდგომო შეთავაზებები "ელიტ ელექტრონიქსში" - ტექნიკისა თუ ავეჯის შერჩეულ მოდელებს განახევრებულ ფასებში შეიძენთ

27 წელზე მეტია „ელიტ ელექტრონიქსი“ სამომხმარებლო ტექნიკის ბაზარზეა წარმოდგენილი. ამ დროის განმავლობაში ბრენდმა არაერთხელ განიცადა ცვლილება და იქცა ისეთ ადგილად, სადაც მყიდველს საუკეთესო სამომხმარებლო სერვისის მიღება შეუძლია. კომპანია მომხმარებლებისთვის ფასდაკლების კიდევ ერთ კვირეულს იწყებს. სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში, ტექნიკისა თუ ავეჯის შერჩეულ მოდელებს განახევრებულ ფასებში შეიძენთ.

უკვე 27 წელზე მეტია, რაც „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებისთვის ტექნიკის მაღაზიებს შორის შეუცვლელ ადგილს იკავებს. კომპანია ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებებით, მუდმივად განახლებადი ასორტიმენტითა თუ ფასებით, მუდმივად ცდილობს ერთგული მყიდველები გაანებივროს.

„ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს 15 დიდ ქალაქში 22 ფილიალითაა წარმოდგენილი. თითოეულ მათგანში მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკასა თუ ავეჯს შეხვდებით, რომელიც ოფიციალური გარანტიითა და ყიდვის შემდგომი საუკეთესო მომსახურებით გამოირჩევა. საყვარელი ბრენდის პროდუქციის შეძენა სააღდგომო შეთავაზებების ფარგლებში უკვე განახევრებულ ფასად შეგეძლებათ. 29 აპრილიდან საშუალება გექნებათ ტექნიკისა თუ ავეჯის შერჩეულ მოდელებზე ფასდაკლებებით ისარგებლოთ.

კომპანიის მიზანია მომხმარებლებს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს, ასევე, შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროდუქციით წარსდგეს. სწორედ ამიტომ, გასულ წელს „ელიტ ელექტრონიქსის“ ბათუმის ფილიალს, რომელიც გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობს, პრემიუმ კლასის იტალიური, პორტუგალიური, გერმანული და თურქული ავეჯის ბრენდების დახვეწილი და ტრენდული მოდელები დაემატა.

წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აიტი თუ ციფრული მიმართულების პროდუქცია და ახალ უკვე ავეჯიც - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რისი შეძენაც „ელიტ ელექტრონიქსში“ შეგიძლიათ. აქვე შეგახსენებთ, რომ სააღდგომო შეთავაზებები 29 აპრილიდან იწყება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ფილიალებში მოქმედებს. ფასდაკლებებით ისარგებლებთ ონლაინაც ee.ge-ზე.

მეტის ნახვა