გაგაცნობთ მოხალისეებს, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებზე უანგაროდ ზრუნავენ

ბათუმში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შესაძლოა შეხვდეთ მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ლუკმა-პურის ან თავშესაფრის საპოვნელად საკმაოდ მძიმე გზას გადიან. ისინი ჩვენი ქალაქის ქუჩების ბუნებრივ ნაწილადაა უკვე ქცეული, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ მათ ბედსა და მომავალზე. საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ბევრი ასპექტი აქვს, მათ შორის ორი უმთავრესი - მოქალაქეებისა და თავად ცხოველების უფლებების დაცვა.

საბედნიეროდ, ჩვენს ქალაქში, ცხოველთა მოყვარული ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ისინი, ადგილობრივებისთვის საკმაოდ ნაცნობი ადამიანები არიან. ცხოველთა უფლებადამცველები, ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ყველაფერს, შესაძლებელსა და შეუძლებელს იმისთვის, რომ მიუსაფარი ცხოველების ყოფა ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესდეს. ხშირია შემთხვევა, როცა ოთხფეხა მეგობრებზე საკუთარი სახსრებით ზრუნავენ.

ისინი ცდილობენ, ყოველ ცხოველს უპოვონ მზრუნველი და სანდომიანი პატრონი.

მეტის ნახვა