ახალი ამბები • 1733997205
მიუსაფარი ცხოველები და გამოწვევები | რა მდგომარეობაა ქალაქში და როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები?
„შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე“, - ეს ფრაზა, მოქალაქეებს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვისაკენ მოუწოდებს , თუმცა, წლებია მოუგვარებელია მიუსაფარი ცხოველების პრობლემები. ქუჩაში ხშირად ვხვდებით ოთხფეხა მეგობრებს. მათი ნაწილი მიატოვეს, ზოგიც კი ქუჩაში დაიბადა. მათი უმრავლესობა მშიერი და დასნებოვნებულია.
ცხოველთა უფლებადამცველები მუდმივად ზრუნავენ მათ გამოკვებასა და სხვადასხვა ოჯახში დაბინავებაზე, თუმცა ეს სამწუხაროდ საკმარისი არ არის. ადამიანების ნაწილი მათ არსებობას არ იმჩნევს და ზრუნვის ნაცვლად მათ ფიზიკურად უსწორდებიან. არიან ისეთებიც, რომლებიც ცხოველს ჯერ შეიფარებენ შემდეგ კი პასუხისმგებლობას გაურბიან.
რა მდგომარეობაა რეგიონში ამ მიმართულებით და როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები? თემაზე ცხოველთა უფლებადამცველი, ლია მგელაძე და კლინიკა my friend-is ვეტერინარი, მაია მიქელაძე გვესაუბრნენ.
1733990122
1728455482
1727447820