ახალი ამბები • 1675409614
აშშ-ში, ეჭვიანობის ნიადაგზე, საქართველოს მოქალაქე მოკლეს
კრიმინალი
1673084366

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 42 წლის კაცი მეგობარი ქალის ყოფილმა მეუღლემ, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. მკვლელობა ბრუკლინში, მანქანების ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მანამდე ქალსა და მის 47 წლის ყოფილ ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
პოლიციის თქმით, საქართველოს მოქალაქეს ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიაყენეს. ადგილობრივების თქმით, ჯერ ჩხუბის ხმა გაიგეს, შემდეგ კი ქალის, რომელიც პოლიციის გამოძახებას ითხოვდა. დაჭრილი ქართველი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამერიკული მედიის ცნობით, თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი კაცის მანქანაში იპოვეს.

ბათუმში, დაუსრულებელ კორპუსში ხანძარია
1675185991

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
1675164609

დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო დაჭრილია 5 პირი...
1674194525

ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრეს
1673245002
მეტის ნახვა