ავტობუსში, ქმარმა ცოლს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა

ავტობუსში, ქმარმა ცოლს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრა. შემთხვევა თბილისში მაშინ მოხდა, როცა ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდა.

თვითმხილველთა ცნობით, მკვლელობა სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, კაცის გაღიზიანება ცოლის ტელეფონზე მოსულმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ გამოიწვია.

ერთ-ერთი ინფორმაციით, კაცმა ცოლს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობის შემდეგ, კაცი ავტობუსიდან ჩავიდა და პოლიციას ქუჩაში ელოდებოდა. 

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. თვითმხილველების გამოკითხვა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მეტის ნახვა